დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება
დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

A+ A-

15:48 15/01/2020

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნება. კინო ბიბლიოთეკის შექმნის იდეა გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

„იდეის განხორციელებაზე მუშაობისას ნათელი გახდა, თუ რა მწირი ლიტერატურა გვაქვს ქართულად. ეს დანაკლისი ნენე კვინიკაძის მიერ შერჩეულმა უცხოენოვანმა ლიტერატურამ ნაწილობრივ შეავსო.

აქ ნახავთ წიგნებს მსოფლიო კინოს ისტორიაზე, ფილმის თეორიას, ვილარეჯოს სახელმძღვანელოს და ბევრ მნიშვნელოვან ნაშრომს, რომელიც ამ თემაზე მომუშავეთათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა.

აქვე ნახავთ ლიტერატურას, როგორც მომიჯნავე დარგის ფოტოგრაფიის შესახებ. მყუდრო გარემო, საინტერესო ლიტერატურა და იქვე გვერდით კინოდარბაზი ელის მკითხველ-მაყურებელს.

ლიტერატურის განახლება ყოველწლიურად მოხდება, რაც მსოფლიო კინემატოგრაფიასა და ფოტოგრაფიაში მიმდინარე ცვლილებებზე თვალის მიდევნების საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მკითხველს“, - განუცხადეს „2020NEWS“-ს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

კინობიბლიოთეკის პრეზენტაცია 18:00 სააათზე გაიმართება.