"ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ"
"ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ"

A+ A-

16:47 15/01/2020

"ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე.  რაც რეალურია, ის ვუთხარი, მეტი არაფერი, დამაკავეს და მომისაჯეს სამდღიანი პატიმრობა ", - ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში, პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებულმა ვახტანგ რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ოხანაშვილის პირადი პატიმარია. “ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ… მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო, დარეკა პოლიციაში და დამაკავეს. მომისაჯეს სამდღიანი პატიმრობა. არ ვიცი, რატომ დარეკა პოლიციაში. ვერ აიტანა, რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხარ-თქო. რაც რეალურია, ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს”, - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის გუშინ, ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ინციდენტი მოხდა. საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. სასამართლომ  რობაქიძეს  სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ვახტანგ რობაქიძე  2012-2017 წლებში  „ქართული ოცნების“  წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. ამჟამად კი, პოლიტიკური პარტიის „ლელო-საქართველოსთვის“ წევრია.