ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა მხოლოდ 20% მისცემდა
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა მხოლოდ 20% მისცემდა

A+ A-

15:07 16/01/2020

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20%-მა ,,ქართული ოცნება“ დაასახელა.

რესპონდენტთა 14% მხარს არცერთ პარტიას არ დაუჭერდა. კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 14%-მა და პასუხი „არ ვიცი“ კი, 12%-მა დააფიქსირა.

კვლევის მიხედვით დგინდება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 13% დაუჭერდა მხარს, „ევროპულ საქართველოს - თავისუფალი დემოკრატებს“ – 8%, „ლეიბორისტულ პარტიას“ - 5%, ,,პატრიოტთა ალიანსს“ - 4%, ,,პოლიტიკური პლატფორმა ახალ საქართველოს“ - 3%, ,,დემოკრატიული  მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ - 3%, ,,გირჩს“ - 2% და სხვა პარტიებს - 2%.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლოესი კვლევა წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 ადამიანი გამოიკითხა.

„ენდიაის“ კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით  ხორციელდება. გამოკითხვას "CRRC-საქართველო“ ატარებს.