ჯაფარიძის 39% VS ივანიშვილის 49% - ვინ უფრო ხარჯეფექტურია 2020-ის არჩევნებისთვის?
ჯაფარიძის 39% VS ივანიშვილის 49% - ვინ უფრო ხარჯეფექტურია 2020-ის არჩევნებისთვის?

A+ A-

18:30 16/01/2020

“ბიძინას ნეგატიური რეიტინგი ჩემზე მეტი აქვს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

“ბიძინას ნეგატიური რეიტინგი 49%-ია ჩემი – 39%
ბიძინას პოზიტიური რეიტინგი 17%-ია ჩემი – 8%
ნეგატიური ჩემზე მეტი აქვს, პოზიტიური სულ რაღაც 2-ჯერ მეტი იოლი წარმოსადგენია ასეთი შედეგი მას რა დაუჯდა და რა დამიჯდა მე… ჰოდა, ქართულ პოლიტიკაში თუ ვინმეს ფულის ჩადება გინდათ, რავი … შეადარეთ ხარჯეფექტურობა”, - წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლოესი კვლევა წარუდგინა.
კვლევის მიხედვით “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოკითხულთა 49%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.