გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა - დავით ჭიჭინაძე
გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა - დავით ჭიჭინაძე

A+ A-

17:28 17/01/2020

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მკვლელის როლი შეასრულა.

ჭიჭინაძის განცხადებით, „გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში დაიღვარა ყველაზე მეტი სისხლი, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში“.

„გახარიამ მოახერხა ისიც, რომ „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრა. ანუ, ივანიშვილს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა უკვე შიგნით, პარტიაში აქვს და ამიტომ, მისი დაბრუნება პრემიერად, ან სიის პირველ ნომრად, ეს გადაუდებელი რეალობაა. თუ ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ის პარტიას დაკარგავს, რადგან კახა კალაძის სახით უკვე გამოიკვეთა კონკრეტულად ფიგურა, რომელიც პარტიის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს კი, მორალი და მდგრადობა ნაკლებად გააჩნიათ. ისინი ადვილად ბარგდებიან იქ, სადაც ახალი სიმძიმის ცენტრი ჩნდება,”- აცხადებს ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.