"მეორედ მოსვლა" გრძელდება: ივანიშვილი - პრემიერად, გახარია - უშიშროების საბჭოს მდივნად, ბახტაძე - საგარეო საქმეთა მინისტრად
"მეორედ მოსვლა" გრძელდება: ივანიშვილი - პრემიერად, გახარია - უშიშროების საბჭოს მდივნად, ბახტაძე - საგარეო საქმეთა მინისტრად

A+ A-

01:13 18/01/2020

ორშაბათიდან, ხელისუფლებაში "მეორედ მოსვლა" გრძელდება: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, გიორგი გახარია - უშიშროების საბჭოს მდივანად გადაჰყავთ, მამუკა ბახტაძე საგარეო საქმეთა მინისტრად  ინიშნება.

მორიგ და მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის "მთავარი" დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს. 

ეს ცვლილებები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ჩამოდის. მის ჩამოსვლას ხელისუფლებაში "მეორედ  მოსვლა“ ,რომ მოჰყვებოდა,  ამაზე  “2020NEWS“  უკვე წერდა. ელჩს ამერიკაში ფიცი ჯერ დადებული არ ჰქონდა, აქ უკვე სამთავრობო კარუსელმა და ივანიშვილის "დიდი დაბრუნების“ პროცესმა აიღო "სტარტი“.

პირველი ცვლილება,  რომელსაც  დეგნანს დაახვედრებენ,  გახარიას  პრემიერის  პოსტიდან წასვლა იქნება.  ის შორს არ მიდის, მაგრამ არც "პირველი“ აღარ იქნება. გარკვეულწილად, გახარიამ  ივანიშვილთან  დაქადნებული შეასრულა: "მე შენ ღარიბაშვილი ხომ არ გგონივარ, ასე არ წავალ“. და ალბათ , ხელისუფლებიდან სულ რომ არ ჩამოაცილეს, ეს იგულისხმა,  ფინალს დაელოდეთო,  ჟურნალიტებს რომ  განუცხადა. თუმცა, უშიშროების საბჭო დიდი ვერაფერი  ფინალია,  თუ გავითვალისწნებთ  იმას,  რომ ეს  საბჭო ქვეყანაში  ფიქტიურად  არსებობს და "ჭკუას არავინ ეკითხება“. 

ამ სამის გარდა, გვარამიას ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სხვა მინისტრებსაც შეეხებათ.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრი პარლამენტში გადაჰყავთ, მის ადგილას კი "შემონახულ კადრს“, კახა კახიშვილს ამოატივტივებენ. კახიშვილის დანიშვნით "ოცნების“ იმ ფრთის გულს მოიგებენ, სააკაშვილის პოლიტიკური "ჩამოხრობა“ ყველაზე მეტად რომ უნდა.

"მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება იუსტიცია - კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში საგარეო საქმეები - მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ - ყოფილი პრემიერი. გახარია - უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი შერიგების მინისტრად ამერიკაში ელჩი ბაქრაძე, მის ადგილას ვაშინგტონში - ზალკალიანი. ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების შეცვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. დანარჩენი ყველა რჩება. ფარდა. გილოცავთ", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.