მოვუწოდებ ევროპას, მხარი დაგვიჭიროს, ანკარას ლიბიის კონფლიქტის დასრულება სურს - ერდოღანი
მოვუწოდებ ევროპას, მხარი დაგვიჭიროს, ანკარას ლიბიის კონფლიქტის დასრულება სურს - ერდოღანი

A+ A-

17:22 18/01/2020

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროპას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თურქეთის მოქმედებებს ლიბიაში. მისი თქმით, ანკარას ლიბიის კონფლიქტის დასრულება სურს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა ნაკლებადაა დაინტერესებული ლიბიაში სამხედრო დახმარება გაგზავნოს, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება თურქეთს დაუჭიროს მხარი, რომელმაც ტრიპოლს სამხედრო დახმარება უკვე აღუთქვა“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარა ლიბიის უსაფრთხოების ძალებს დაეხმარება ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან და სხვა სერიოზულ საფრთხეებთან ბრძოლაში.

შეგახსენებთ, მოსკოვში წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, ლიბიის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი ფაიეზ სარაჯი და ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფტარი ხვალ ბერლინში შეხვედრას გამართავენ, სადაც სავარაუდოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.