ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დატოვა
ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობაზე დატოვა

A+ A-

16:23 18/01/2020

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის, ალექსეი გონჩარუკის გათავისუფლების შესახებ განაცხადი არ მიიღო. 

„მე თქვენგან სამსახურიდან გაშვებასთან დაკავშირებით განაცხადი მივიღე. მე გადავწყვიტე, რომ მოგცეთ შანსი თქვენ და თქვენს ხელისუფლებას“, - უთხრა ზელენსკიმ გონჩარუკს.

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი რადა იღებს. გონჩარუკის გათავისუფლებისთვის ზელენსკის წერილი უნდა გადაეცა პარლამენტის სპიკერისთვის. უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომას დაეთანხმებიან, თუ ზელენსკი ამას მხარს დაუჭერს. 

მისი თქმით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ გაიფანტოს ეჭვები მათ მიერ „პრეზიდენტის პატივისცემისა და ნდობასთან დაკავშირებით“.

ალექსეი გონჩარუკს გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.