იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

A+ A-

10:32 19/01/2020

იტალიის ქალაქ ბარში, ქართველი ემიგრანტი ლია კაპანაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია კაპანაძე მძიმე სენს ებრძოლა. ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათია ახალაძე აქვეყნებს.

"კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე შეწყდა…მძიმე სენს ებრძოდა იტალიის მიწაზე, ქალაქ ბარში…51 წლის ლია კაპანაძე…დიდებული ქალბატონი, ღირსებებით შემკული, ოჯახისთვის, შვილებისთვის თავდადებული…", - წერს ახალაძე.