ნატო საქართველოში, ბალტიისპირეთსა და გერმანიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება
ნატო საქართველოში, ბალტიისპირეთსა და გერმანიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება

A+ A-

11:42 20/01/2020

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის უპრეცედენტოდ მასშტაბურის სამხედრო სწავლების „ევროპის დამცველი 2020“-ის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიასა და საქართველოში ჯარისკაცების განთავსება იწყება.

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ბაზებზე განთავსებას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ.

ნატოს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით დაგეგმილი სამხედრო წვრთნების დროს, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპის კონტინენტზე ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე მასშტაბური გადასროლა მოხდება.

წვრთნები ევროპაში 20 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს. მათ შორისაა საზღვაო ქვეითები, სამხედრო-საჰაერო ძალები, ეროვნული გვარდიის ნაწილები და სარეზერვო დანაყოფები. ყველაზე დიდი კონტინგენტი პოლონეთში განთავსდება. საერთო ჯამში, სამხედრო სწავლებაში 18 ქვეყნის 37 000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სამხედროების განთავსებაში 6 000 ათას სატრანსპორტო საშუალებას და 2 500 აღჭურვილობის კონტეინერს გამოიყენებენ. სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ნაწილების და მძიმე შეიარაღების გაგზავნა თებერვლიდან დაიწყება. გამოცემა „არმი თაიმსი“ წერს, რომ სამხედრო სწავლების ფარგლებში, ამერიკელები საქართველოში მრავალეროვნულ საპარაშუტო ხტომას დააკვირდებიან.

სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ივნისში დასრულდება.