კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურა განიხილება
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურა განიხილება

A+ A-

11:55 20/01/2020

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სახელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება დაახლოებით ერთი კვირის წინ, მმართველ გუნდში კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელეს და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ოდიშარია მოიაზრება.

ბექა ოდიშარიას გარდა, კულტურის მინისტრის პოსტზე განიხილება განათლების მინისტრის მოადგილის, ბადრი მაისურაძის კანდიდატურაც. ბადრი მაისურაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ გასული წლის აგვისტოში დაინიშნა.

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო გაყოფაზე განცხადება გასულ წელს გაკეთდა. სამინისტროს გაყოფა მმართველი გუნდის წევრებმა, კერძოდ, კულტურისა და სპორტის სფეროს მიმართულების დეპუტატებმა მოითხოვეს. ამასთან, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, კულტურის სფერო ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდეს.

მისი თქმით, სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით გუნდში განხილვები იყო.