ვწუხვარ, რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ - ჟორჟოლიანი გაბუნიას სკანდალურ მონოლოგზე
ვწუხვარ, რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ - ჟორჟოლიანი გაბუნიას სკანდალურ მონოლოგზე

A+ A-

21:56 20/01/2020

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჯოლიანი „პოსტფაქტუმში“ გიორგი გაბუნიას მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვაახ, რა ამბები გამომიტოვებია. როდის იყო ჩვენ ვწყვეტდით ვინ, სად მოვა. რაც არ უნდა გავლენიანი იყოს ტელევიზია და ცალკეული ჟურნალისტი, მაინც არავინ ეკითხება ვინ - სად მივა. თუმცა პირადი მოსაზრება ყველას შეუძლია ჰქონდეს. ოცნებებიც.

რაც შეეხება მიშას ერთპიროვნულ მმართველობას, რომელიც გაბუს თქმით თურმე ყოფილა, ძალიან ქოცური ნარატივია და ვწუხვარ, რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ“, - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, გუშინ გიორგი გაბუნაიმ საავტორო გადაცემაში ექს-პრეზიდენტზე ისაუბრა და თქვა: 

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად. მას ამის უფლებას აღარავინ აღარ მისცემს“.

გაბუნიამ ამ მონოლოგით მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა დაიმსახურა.