მამუკა გამყრელიძე – მძახალი მომიკლეს, საკუთარ ბინაში დაქირავებულმა მკვლელმა, შვიდი ტყვია ესროლა
მამუკა გამყრელიძე – მძახალი მომიკლეს, საკუთარ ბინაში დაქირავებულმა მკვლელმა, შვიდი ტყვია ესროლა

A+ A-

11:26 21/10/2018

დიპლომატი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში ჩაცხრილული ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მისი მძახალია.

“მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა, შვიდი ტყვია ესროლა. ვეკიდებით გაგებით. ბატონ ბიძინასაც დღეგრძელობას ვუსურვებ!”, – წერს გამყრელიძე.