"ტვ პირველის" ინკასო მოხსნილია, სესხით! - ვატო წერეთელმა ივანე მაჭავარიანს წამზომი ჩაურთო
"ტვ პირველის" ინკასო მოხსნილია, სესხით! - ვატო წერეთელმა ივანე მაჭავარიანს წამზომი ჩაურთო

A+ A-

10:21 22/01/2020

ტელეკომპანიას „ტვ პირველი“ ინკასო მოეხსნა. „ინკასო მოხსნილია, სესხით“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მიმართავს და მოუწოდებს, სამთავრობო არხებსაც მოსთხოვოს გადასახადების გადახდა.

„ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani ინკასო მოხსნილია.
სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
გადავიხადეთ.
ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით.
ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო.
მოდით დავიწყოთ ჩელენჯი - თV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები.
ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში.
ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!“, - წერს ვატო წერეთელი.