ჯაშუშური სკანდალი დავოსში - რუსები დიპლომატიური პასპორტით თავს სანტექნიკოსებად ასაღებდნენ
ჯაშუშური სკანდალი დავოსში - რუსები დიპლომატიური პასპორტით თავს სანტექნიკოსებად ასაღებდნენ

A+ A-

15:30 22/01/2020

დავოსში 50-ე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმამდე რამდენიმე თვით ადრე, ქალაქში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს. რუსი მამაკაცები მას შემდეგ დააკავეს, რაც დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, პირმა საკუთარი თავი სანტექნიკოსად წარადგინა.

პოლიციელებმა აგვისტოში 3 კვირის განმავლობაში სანტექნიკოსების ჩასვლა საეჭვოდ ჩათვალეს. ამასთან, ორივე რუსმა დიპლომატიური პასპორტები წარადგინეს. მათ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები  პოლიციელებმა ვერ აღმოუჩინეს, თუმცა, რუსეთის მოქალაქეებმა შვეიცარია დატოვეს.

შვეიცარიის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულები მუშების ფორმით აპირებდნენ დავოსში „მნიშვნელოვან წერტილებში“ მოწყობილობების დაყენებას, რათა ფორუმის დროს, მისი მონაწილეებისთვის მოესმინათ. შეგახსენებთ, დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესწრება.

თარგმნა მერი კობიაშვილმა