მიმდინარე კვირას ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გველოდება - ცაგარელი
მიმდინარე კვირას ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გველოდება - ცაგარელი

A+ A-

18:37 22/01/2020

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს იმის შესახებ, რომ 25 იანვარს მთვარის კალენდრით იწყება ახალი წელი. ცაგარელის თქმით, სწორედ ამ დღიდან არის ცვლილებები მოსალოდნელი.

„ერთი თვე ჩვენი მასპინძელი ჩვენი სამყაროსი იქნება მერწყული. რას ნიშნავს ეს? თითოეულ ჩვენგანში მოიმატებს ორიგინალურობა, არასტანდარტული მოქმედების უნარი, გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, მეგობრული კონტაქტებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. დემოკრატიული პრინციპებისადმი მიდრეკილება გაძლიერდება თითოეულ ჩვენგანში. ამ კვირაში კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, 25 იანვარი, როცა ვირთხა შემოდის“, - ამბობს ცაგარელი.

მისი თქმით, 25 იანვარს მთვარის კალენდრით არის ახალი წელი და ზუსტად 25-დან იწყება სერიოზული ცვლილებების პერიოდი.