55 წლის მონიკა ბელუჩი პარიზის მოდის კვირეულზე შავებში ბრწყინავდა
55 წლის მონიკა ბელუჩი პარიზის მოდის კვირეულზე შავებში ბრწყინავდა

A+ A-

18:38 22/01/2020

,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში Alexandre Vauthier-ის მოდის სახლის ჩვენება გაიმართა. შოუს საპატიო სტუმრებს შორის იყო მონიკა ბელუჩი, თავად პოდიუმი კი ბელა ჰადიდმა, ჯოან სმოლესმა და ევა ჰერციგოვამ დაამშვენებს.

ახალ კოლექციაში აქცენტი მკაცრ კოსტიუმებზე და სექსუალურ კაბებზე გაკეთდა. საკულტო კი დიზაინერის ულამაზესი საღამოს კაბებია, რომელიც ნაზ ფერებში იყო გადაწვეტილი.

რაც შეეხება მონიკა ბელუჩის, იტალიური კინოს ვარსკვლავი ბრწყინავდა შავი ფერის ანსამბლში. ის შავ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი. 55 წლის მეგავარსკვლავმა თმის ვარცხნილობაც შეიცვალა.