უკრაინაში ოლიგარქ პოროშენკოს სასახლის შტურმი იგეგმება, თავად კი დავოსშია
უკრაინაში ოლიგარქ პოროშენკოს სასახლის შტურმი იგეგმება, თავად კი დავოსშია

A+ A-

14:04 23/01/2020

ხვალ ოლიგარქ პეტრო პოროშენკოს შესაძლოა, ბორკილები დაადონ. სამხედრო დანაშაულში, სახელმწიფოს ღალატსა და , საერთაშორისო მასშტაბის კორუფციაში ეჭვმიტანილი პოროშენკო  გამოძიებას თავს არიდებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების  ბიურომ  ოფიციალურად გამოაცხადა,  რომ  სპეცრაზმი მზად არის,  კოზინში, ოლიგარქის სასახლე შტურმით აიღონ.

ეჭვმიტანილი ყოფილი პრეზიდენტი 24 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების ბიუროს გამომძიებლთნ დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სპეცრაზმი ოლიგარქის სახლს შტურმით აიღებს.

ეჭვმიტანილი 27-ჯერ არ გამოცხადდა დაკითხვაზე.  უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ამპარტავნული დამოკიდებულება სამართლიანობის მიმართ არ გამოუჟღავნებია  არც ერთ პოლიტიკოსს  უკრაინის ისტორიაში.

ოლიგარქი სპეციალურად აჩვენებს, რომ მას აქვს ფული და არ აინტერესებს, არც უკრაინა და არც მისი სამართლიანობა.

როგორც უკრაინული  საინფორმაციო  პორტალი „ვრემია“ წერს„ უახლოეს დღეებში ოლიგარქი გაიგებს,  რა არის სამართლიანობა. ყველაფერი იქით მიდის, რომ გამომძიებელი მას ბორკილებს დაადებს.

აღსანიშნავია, რომ 22 იანვარს ოლიგაქრმა უკრაინა დატოვა და დავოსში გაემგზავრა.  კოზინის სასახლე ასევე დატოვა მთელმა მისმა ოჯახმა. ის უკვე გააფრთხილეს, რომ სასახლის შტურმი იგეგმება.