"იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელ ინსპექტორად ჩინჩალაძისთვის სანდო კადრს შეარჩევს"
"იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელ ინსპექტორად ჩინჩალაძისთვის სანდო კადრს შეარჩევს"

A+ A-

15:20 23/01/2020

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ, დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით აირჩევს.

როგორც იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მომავალი დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე საბჭო მიხეილ ჩინჩალაძისთვის ყველაზე სანდო კადრს შეარჩევს.

„მომავალმა ინსპექტორმა უკვე იცის, რომ თუ კარგად მოიქცევა, შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობასაც კი გამოჰკრას ხელი. ასე მოხდა უკვე ქეთევან ცინცაძის შემთხვევაში, ის იყო დამოუკიდებელი ინსპექტორი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, დეკემბერში კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა ე.წ. კლანისა და სხვათა წყალობით.
ამიტომ მომავალ დამოუკიდებელ ინსპექტორს მეტი მიზეზი და მოტივაცია ექნება, დაემორჩილოს ე.წ. კლანის მითითებებს და ამით კარიერულ წარმატებებს მიაღწიოს.
ერთი რამ უდავოა - დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩეული იქნება ჩინჩალაძისთვის ყველაზე სანდო, ყველაზე მორჩილი და ყველაზე უინიციატივო პირი, რადგან ახალ დამოუკიდებელ ინსპექტორს მართლა დამოუკიდებელი რომ არ ეგონოს საკუთარი თავი“,- წერს ჯანეზაშვილი.