მამაკაცი, რომელმაც ერევანში მძევლები აიყვანა, ექსპრეზიდენტ ქოჩარიანის ოფისის ჩვენებას ითხოვდა
მამაკაცი, რომელმაც ერევანში მძევლები აიყვანა, ექსპრეზიდენტ ქოჩარიანის ოფისის ჩვენებას ითხოვდა

A+ A-

17:07 23/01/2020

დღეს, ერევანში, სასტუმროში „ერებუნი პლაზა“ სროლა იყო. სომხური მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სასტუმრო „ერებუნი პლაზაში“ მძევლები აიყვანა.

„Yerevan Today“-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნა საკმაოდ უცნაურად ჟღერდა - შეიარაღებული პირი ითხოვდა, პოლიციას მისთვის ეჩვენებინა, სად მდებარეობდა ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ოფისი.

 პოლიცია, ჯერჯერობით, მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.

თარგმნა მერი კობიაშვილმა