ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს
ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს

A+ A-

01:08 24/01/2020

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ ნახა.

ჩვილი ლიფტში წერილთან ერთად ნახეს. ბავშვი ჟვანიას კლინიკაშია გადაყვანილი.

მათივე ინფორმაციით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

ამ  ფაქტზე შსს-მ გამოძიება 127 -ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი სიცოხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლელობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად, რაც ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ან ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილის მე-3 მასივში მოხდა.

ამ დროისთვის შსს-ში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

წყარო: კვირა