სოროსმა Facebook-ი ტრამპის მხარდაჭერაში დაადანაშაულა
სოროსმა Facebook-ი ტრამპის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

A+ A-

09:54 24/01/2020

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, სოციალური ქსელი "Facebook"-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარება. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, იუწყება Bloomberg-ი.

„ვფიქრობ, ტრამპსა და "Facebook"-ს შორის არაფორმალური შეთანხმება არსებობს, რომლის თანახმადაც"Facebook"-ი ტრამპს მეორე ვადით არჩევაში დაეხმარება, ტრამპი კი "Facebook"-ს დაიცავს“, - განაცხადა სოროსმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელშიც.  "Facebook"-ის პრესმდივნის განცხადებით, „სოროსი უბრალოდ ცდება“.