აშშ-ში მედდამ ქმარი თვალის წვეთებით მოკლა
აშშ-ში მედდამ ქმარი თვალის წვეთებით მოკლა

A+ A-

10:03 24/01/2020

სამხრეთ კაროლინის შტატში სასამართლომ 53 წლის მედდას, ლანა კლეიტონს თვალის წვეთებით მეუღლის მკვლელობისთვის 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ WSOC-TV ავრცელებს.

64 წლის სტივენ კლეიტონი 2018 წლის 21 ივლისს გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მეუღლემ მას წყალში თვალის წვეთები გაურია. თავდაპირველად ექიმებმა ბუნებრივი გარდაცვალების ფაქტი დააფიქსირეს, თუმცა გაკვეთის დროს სამედიცინო ექსპერტებმა გარდაცვლილის სისხლში ტეტრაჰიდროზოლინის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

პროკურორის განცხადებით, მეუღლის მოსაკლავად ლანა კლეიტონმა თვალის წვეთები იმიტომ აირჩია, რომ მათ გემო და სუნი არ აქვთ, შესაბამისად, სტივენ კლეიტონი მათ წყალში ვერ აღმოაჩენდა. 2018 წლის სექტემბერში მედდა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ სტივენ კლეიტონის მეშვიდე ცოლი იყო და 5-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ქმარი სცემდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ერთხელ მისი გაგუდვაც კი სცადა. 

პროკურორის თქმით, ლანა კლეიტონმა მეუღლე ფულის გამო მოკლა და შემდეგ მისი ანდერძი დაწვა. სასამართლოზე ბრალდებულმა აღიარა, რომ მეუღლეს წყალში თვალის წვეთები გაურია, თუმცა აღნიშნა, რომ ქმრის მოკვლა არ უნდოდა.