პუტინი ისრაელიდან პალესტინაში ჩაფრინდა
პუტინი ისრაელიდან პალესტინაში ჩაფრინდა

A+ A-

10:31 24/01/2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისრაელის ლიდერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, პალესტინას ეწვია.

პუტინი, ვიზიტის ფარგლებში, მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებებს გეგმავს. უცნობია, რა იქნება ლიდერებს შორის საუბრის მთავარი თემა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პალესტინაში ვიზიტამდე, როგორც აღვნიშნეთ, პუტინი ისრაელში იმყოფებოდა.

კერძოდ, მან იერუსალიმში მონაწილეობა მიიღო ფორუმში სახელწოდებით - "გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს".