დიდებული გეგმა მაქვს - „თეთრი სახლის“ ლიდერი პალესტინა-ისრაელისთვის „სამშვიდობო გეგმას“ გამოაქვეყნებს
დიდებული გეგმა მაქვს - „თეთრი სახლის“ ლიდერი პალესტინა-ისრაელისთვის „სამშვიდობო გეგმას“ გამოაქვეყნებს

A+ A-

10:38 24/01/2020

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის „სამშვიდობო გეგმის“ გამოქვეყნებას აანონსებს. ტრამპი „სამშვიდობო გეგმას“ მომავალ სამშაბათს გამოაქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

მას უკვე ჰქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. დღეს კი პუტინი პალესტინაში ჩავიდა და მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებებს იწყებს.

მოლაპარაკებების თემა უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც პუტინი და აბასი განიხილავენ, ტრამპის სამშვიდობო გეგმა ნამდვილად იქნება.

ამასობაში კი, დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი სამშვიდობო გეგმა შესაძლოა, თავდაპირველად პალესტინელებს არ მოეწონოთ, მაგრამ „საბოლოოდ ის მათთვის სასარგებლო იქნება“.

„დიდებული გეგმა მაქვს. ეს ის გეგმაა, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. პალესტინელებს მოკლედ ვესაუბრე, თუმცა, რაღაც დროის მერე გავესაუბრებით. დარწმუნებული ვარ, თავდაპირველად, მათი რეაქცვია შესაძლოა, ნეგატიური იყოს, თუმცა, სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიური იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა პირმა.

ცნობისთვის, ტრამპის ინიციატივას პალესტინა უკვე გამოეხმაურა. პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ნაბილ აბუ რუდეინაჰმა გამაფრთხილებელი კომენტარი გააკეთა: „პალესტინა აფრთხილებს ისრაელსა და აშშ-ის ადმინისტრაციას, არ გადაკვეთონ წითელი ხაზები“.