"ლიბერთის" თანამშრომლები გარდაცვლილების პენსიებს ითვისებდნენ
"ლიბერთის" თანამშრომლები გარდაცვლილების პენსიებს ითვისებდნენ

A+ A-

14:38 24/01/2020

ზუგდიდში დაკავებული ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მიცვალებულთა პენსიის მითვისებაზე დააკავეს, "ლიბერთი ბანკის" ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები იყვნენ.

„დაახლოებით, ერთი წლის წინ ბანკის შესაბამისი დეპარტამენტიდან გაუშვეს მთელი ჯგუფი. მათ ეგონათ, რომ ამით მორჩებოდა ყველაფერი, თუმცა 2-3 დღის წინ პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა“, – აცხადებს  ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ზუგდიდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაახლოებით, ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრება.

დაკავებულებს შორის არიან ქალებიც.  გაქცეულია ჯგუფის ხელმძღვანელი ბ.ჯ.  ჯგუფმა 70 ათასი ლარი მიითვისა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე უწყება განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.