მოძალადეებს დღესვე ვუჩივლებთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ - რომან გოცირიძე
მოძალადეებს დღესვე ვუჩივლებთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ - რომან გოცირიძე

A+ A-

16:40 24/01/2020

“ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის ცემა არავის შერჩება. დეპუტატის თქმით, ოპოზიცია “ქართული ოცნების“ მოძალადე საკრებულოს დეპუტატებს სასამართლოში დღესვე უჩივლებს. 

“ასე ორგანიზებულად, წინასწარ ერთმანეთთან შეთანხმებით ხაბეიშვილის გაჩუმება მოიდომეს. ეს ადამიანები არიან კრიმინალები. ამ ადამიანებმა საკრებულო დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

ამ მოძალაზე ადამიანებს დღესვე ვუჩივლებთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ.

ხაბეიშვილის ცემა არავის შერჩება. ადრე იქნება თუ გვიან, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. ამ საქმეში დამნაშავეა, პირველ ყოვლისა, პარლამენტი, მთავრობა და ივანიშვილი, რომლემაც ქვეყანაში კრიმინალის დაბრუნებას ხელი შეუწყო“,- განაცხადა გოცირიძემ “2020NEWS“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, “ნაციოანლური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი“ქართული ოცენის“ საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა სცემა.

ავტორი:ეკატერინე ზარნაძე