საკრებულოს შენობა "ნაციონალებისთვის" ჩაიკეტა - გიორგი ტყემალაძემ საშვების გაცემა აკრძალა
საკრებულოს შენობა "ნაციონალებისთვის" ჩაიკეტა - გიორგი ტყემალაძემ  საშვების გაცემა აკრძალა

A+ A-

16:41 24/01/2020

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან და განაცხდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, დღეს, საკრებულოს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ შეუშვებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე დღეს საშვები არ დაიშვება.

"თქვენ იცით, რომ დღეს არის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციის მხრიდან არის გარკვეული მობილიზაცია. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდეს გარკვეული დაპირისპირება, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საშვები არ იქნას დაშვებული და საკრებულომ გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს "ქართული ოცნების" დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. ამ ფაქტის გამო, საკრებულოში მისული ოპოზიცონერი დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.