სახალხო დამცველი პოლიტიზირებულია - ჟორჟოლიანი ნინო ლომჯარიასგან პასუხებს ითხოვს
სახალხო დამცველი პოლიტიზირებულია - ჟორჟოლიანი ნინო ლომჯარიასგან პასუხებს ითხოვს

A+ A-

18:00 24/01/2020

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, პარტია “სოციალ-დემოკრატების“  წევრი გია ჟორჟოლიანი სახალხო დამცველს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას განცხადებები პოლიტიზირებულია.

დეპუტატს  ვერ მოჰყავს ვერც ერთი ფაქტი, თუ სად დაინახა სახალხო დამცველის მიკერძოება.  ჟორჟოლიანი ამ კითხვით, თუ რატომ არის ლომჯარია პოლიტიზრებული და რეალურად, რა პოლიტიკური მიზნები აქვს მას, პასუხის მისაღებად სახალხო დამცველთან გვამისამართებს.

გია ჟორჟოლიანი: მეჩვენება, რომ სახალხო დამცველის პოზიციები ხშირად პოლიტიზირებულია.

-სახალხო დამცველის პოლიტიზირება მის მიერ გაკეთებულ რომელ განცახდებაში დაინახეთ?

-ეს მას უნდა ჰკითხოთ. როცა ადამიანი პოლიტიზირებულად იქცევა, მან იცის, ასე რატომ იქცევა. მე გამომძიებელი არ ვარ. ზოგადად ვსაუბრობ და არა  - სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე.

მთლიანობაში სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების  მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან გაკეთებული შეფასებითი დასკვნები, რომლებიც უფრო ფაქტების სწორი აღწერით უნდა იყვნენ დაკავებულნი,  ძალიან ხშირად პოლიტიკურ მიზნებს ისახავს.

-რას გულისხმობთ, სახალხო დამცველს რა პოლიტიკური მიზნები უნდა ჰქონდეს?

-რას მეკითხებით. ეს კითხვა თავად სახალხო დამცველს უნდა დაუსვათ.

-სახალხო დამცველზე  ბოლო დროს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან გახშირებული თავდასხმები “ქართული ოცნებიდან“ ყოფილი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის  წასვლასაც ხომ არ უკავშირდება?

-ნინო ლომჯარიას მხარი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა. არავინ არავის ლობისტი არ ყოფილა. ჩუგოშვილმა აიძულა უმრავლესობას ნინო ლომჯარიასთვის მხარი დაეჭერა?! იყო მსჯელობა და იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მათ შორის, სხვა კანდიდატებზეც.

 საბოლოოდ, უმრავლესობამ ლომჯარიას დაუჭირა მხარი, რაც არ არის ჩუგოშვილის ლობისტობის შედეგი. ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე