ახმეტაში მწყემსი მოკლეს - მკვლელი პოლიციელებს თავად ჩაბარდა
ახმეტაში მწყემსი მოკლეს - მკვლელი პოლიციელებს თავად ჩაბარდა

A+ A-

11:43 25/01/2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მკვლელობა მოხდა. საქონლის ფერმაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მწყემსებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.