რუსეთს "უკულტურო" კულტურის მინისტრი ჰყავს
რუსეთს "უკულტურო" კულტურის მინისტრი ჰყავს

A+ A-

11:51 25/01/2020

"რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს უკულ­ტუ­რო მი­ნის­ტრი" - ეს და სხვა უარ­ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვას პერ­სო­ნას.

ექ­სტრა­ვა­გან­ტულ­მა ლი­უ­ბი­მო­ვამ ვლა­დი­მირ მე­დინ­სკი შეც­ვა­ლა. მან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოს­ტი 21 იან­ვარს, მას შემ­დეგ და­ი­კა­ვა, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ხა­ილ მი­შუს­ტინ­მა მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა.

კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი რუ­სეთ­ში არც თუ ისე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა, თუმ­ცა რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი წერს, ის პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა გზას იყე­ნებ­და. ად­გი­ლობ­რივ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში მისი ძვე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ამო­წი­ეს, სა­დაც მათი თქმით, "ახა­ლი მი­ნის­ტრის ინ­ტე­რე­სე­ბი და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ჩანს".

 

"კულ­ტუ­რი­სა და ეს­თე­ტი­კის­გან შორს მყო­ფი მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ვი­თომ ლი­ბე­რა­ლურ ხედ­ვა­სა და მიდ­გო­მებს ამ­კვიდ­რებს..." - ასე აფა­სე­ბენ მას რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. თუმ­ცა, სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე, ენერ­გი­უ­ლი და ძლი­ე­რი ბუ­ნე­ბის ქა­ლია.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ის კი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და. “მისი დახ­მა­რე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. აგ­რე­სი­უ­ლად აფა­სებ­და უაზ­როდ გა­ხარ­ჯულ ბი­უ­ჯე­ტის თან­ხას... თუმ­ცა, მა­ინც ჯო­ბია ფრთხი­ლი იმე­დე­ბი გვქონ­დეს” – წერს გა­მო­ცე­მა.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ლი­უ­ბი­მო­ვა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბარ­ში არ­სე­ბუ­ლი კი­ნოს დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია, მას მა­ი­სურ­ზე ასე­თი ტექ­სტი აწე­რია: "ვინ ხართ? რა გინ­დათ?!. არ გიც­ნობთ და წა­დით თქვე­ნი...".

meduza.io მის რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დელ ჩა­ნა­წე­რებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უკვე ინ­ტერ­ნეტ­ში მხო­ლოდ “სქ­რი­ნე­ბის" სა­ხით მო­ი­პო­ვე­ბა, რად­გან ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მე­ბი­დან უკვე წა­შა­ლეს.

კერ­ძოდ, 2008 წელს, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა "Живои журнал"-ში რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი, თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს, რომ "უკულ­ტუ­რო ადა­მი­ა­ნია" და ად­გენს სიას, თუ რას "ვერ იტანს" ცხოვ­რე­ბა­ში. სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი აქვს - მუ­ზე­უ­მე­ბი, ოპე­რა, ბა­ლე­ტი, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, თე­ატ­რი, არტ-ჰაუს ფილ­მე­ბი და ბევ­რი სხვა რამ.

"მე ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში, მაგ­რამ არ ვყო­ფილ­ვარ ლუვრში; მე ვი­ყა­ვი ბარ­სე­ლო­ნა­ში, მაგ­რამ არ მი­ნა­ხავს საგ­რა­და ფა­მი­ლია... სუ­ლაც არ ვოც­ნე­ბობ ვნა­ხო მონა ლი­ზას ორი­გი­ნა­ლი!.. არას­დროს ვი­ყიდ­დი ან­ტიკ­ვა­რულ ნივ­თებს!.. მე უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ტან ექ­სკურ­სი­ებს!.." – წერს ლი­უ­ბი­მო­ვა თა­ვის საკ­მა­ოდ ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რა­საც რუს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აზ­რთას­ხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა.

რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­ვე წერ­და, რომ არ ეს­მის, რა არის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ასე­ვე, მოს­კოვ­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის მო­საზ­რე­ბას ასე გა­მო­ხა­ტავ­და;

“რა გი­თხრათ აბა - ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, მი­ტინ­გებ­ზე მხო­ლოდ ის ლო­თე­ბი და უსაქ­მუ­რე­ბი და­დი­ოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც იქ არაყს სვამ­დნენ..." - წერ­და ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვა.

სკან­და­ლუ­რი ფრა­ზე­ბი ავ­ტო­რი ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვა თე­ატ­რა­ლუ­რი წრი­დან მო­დის. ის შე­პ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის უმაღ­ლე­სი თე­ატ­რა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რის, ბო­რის ლი­უ­ბი­მო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი დიდი ბა­ბუა მხატ­ვრუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. დე­დაც მსა­ხი­ო­ბი ჰყავს... თა­ვად მას მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლურ თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ­და. ამ­ზა­დებ­და გა­და­ცე­მას “Ортодокс”, “Православный календарь“ და სხვა... შემ­დეგ, ერთ-ერთი არხზე თოქ-შოუც მი­ყავ­და.

წყარო : "Ambebi.ge"