ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს - საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო
ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს - საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონიდან მორიგი კრიტიკული წერილი მიიღო

A+ A-

12:15 25/01/2020

ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს! - ამის შესახებ კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, პიტ ოლსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან გააზიარა აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილი, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და თან დაურთო საკუთარი კომენტარი.

„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ადამ კინზინგერს: საქართველოს კორუმპირებული / გარყვნილი მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობდა. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!“, - დაწერა „ტვიტერზე“ პიტ ოლსონმა.