პარტიამ - "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისში ოფისი გახსნა
პარტიამ - "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისში ოფისი გახსნა

A+ A-

12:22 25/01/2020

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა. ეს უკვე მეორე ოფისია, რომელიც პარტიამ რეგიონებში გახსნა.

პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტია იწყებს რეგიონებისთვის საკუთარი პრიორიტეტების და ხედვების გაცნობას.

" მიხარია, რომ ვიმყოფებით  ქუთაისის და იმერეთის ოფისის გახსნაზე, ლელო იზრდება სერიოზული ტემპით, მოლოდინია დიდი და ამ მოლოდინს გავამართლებთ ჩვენი გუნდით და პროგრამებით. ჩვენს პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს ქუთაისის განვითარებას, ქუთაისის უნდა გავხადოთ ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად და  წარმოგიდგენთ გეგმას, რომელიც დაუბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ქუთაისი არის დაცარიელებული. ჩვენი ამოცანაა შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავაბრუნოთ ეს ადამიანები,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, გაზაფხულზე  "ლელო" ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს.