მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი და ყინვა იქნება
მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი და ყინვა იქნება

A+ A-

12:34 25/01/2020

დღეს 25 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. ასევე 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს.

დღეს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.