რუს დიპლომატებს ბულგარეთიდანაც აძევებენ
რუს დიპლომატებს ბულგარეთიდანაც აძევებენ

A+ A-

13:45 25/01/2020

რუს დიპლომატებს კიდევ ერთი ქვეყნიდან აძევებენ. ამჯერად რადიკალური გადაწყვეტილება ბულგარეთმა მიიღო.

ქვეყანაში ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს, ბულგარეთში რუსეთის ელჩს კი, შესაბამისი ნოტა უკვე გადაეცა.

გაძევების მიზეზი ჯაშუშური საქმიანობაა.

მოსკოვი საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.

რუსეთის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ არავითარი მტკიცებულება იმისა, რაც დიპლომატების მათთვის შეუსაბამო საქმიანობას ადასტურებს, არ წარმოუდგენიათ. მათივე ინფორმაციით, დიპლომატები ქვეყანას ნოტაში მითითებულ ვადებში დატოვებენ.