ბორის ჯონსონმა “ბრექსითის“ კანონს ხელი მოაწერა
ბორის ჯონსონმა “ბრექსითის“ კანონს ხელი მოაწერა

A+ A-

14:17 25/01/2020
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ბრექსითის“ კანონს ხელი მოაწერა. ცერემონიისას ბორის ჯონსონი ბრიტანეთის დროშის ფერებში იყო გამოწყობილი.

ჯონსონმა ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა.

მანამდე დოკუმენტს ხელი დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მოაწერა.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.