რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება რომ მივიღო, ბელარუსელები ცოცხლად შემჭამენ - ლუკაშენკო
რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება რომ მივიღო, ბელარუსელები ცოცხლად შემჭამენ - ლუკაშენკო

A+ A-

16:18 25/01/2020

ბელარუსი სუვერენებული და დამოუკიდებელი ქვეყანაა და რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ღალატად ჩაითვლება. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც ბელარუსული სააგენტო Belta ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ჩვენ საკუთარი გონებითა და ხელებით ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას და ვერ ვიქნებით სხვა ქვეყნის ნაწილი, თუნდაც ეს მოძმე რუსეთი იყოს", - თქვა ბელარურის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, მან "ნათლად და ცალსახად" განაცხადა, რომ ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის გაერთიანება შეუძლებელია.

"თუ მე ამას გავაკეთებ, ერთ წელში ბელარუსელები ცოცხლად შემჭამენ", - დასძინა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს, არ სურს, რომ იგი ბელარუსის უკანასკნელი პრეზიდენტი იყოს.

კრემლი დიდი ხანია მინსკზე ზეწოლას ახორციელებს, რათა აიხდინოს მრავალწლიანი ოცნება და ბელარუსი რუსეთის ნაწილი გახადოს. ამ მიზნით, პუტინსა და ლუკაშენკოს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

კრემლის სურვილს ბელარუსელები რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციებით შეხვდნენ.