25 იანვარს ჩინური ახალი წელი დადგა - როგორ უნდა გავატაროთ მომდევნო 15 დღე, რომ ბედნიერება დავიბედოთ
25 იანვარს ჩინური ახალი წელი დადგა - როგორ უნდა გავატაროთ მომდევნო 15 დღე, რომ ბედნიერება დავიბედოთ

A+ A-

17:45 25/01/2020

ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, 25 იან­ვარს ახა­ლი წელი დადგა. 4 თე­ბერ­ვლი­დან კი ვირ­თხის წელი შე­მო­დის. აქვე გე­ტყვით, რომ ჩი­ნეთ­ში ახა­ლი წელი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია და ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე ახალმთვა­რე­ო­ბას ემ­თხვე­ვა.

ჩი­ნეთ­ში ახა­ლი წელი 15 დღეს გრძელ­დე­ბა და სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთელ სე­რი­ას მო­ი­ცავს. ამ 15 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არის სა­სურ­ვე­ლი სა­საფ­ლა­ო­ზე და გას­ვე­ნე­ბა­ში წას­ვლა. ნუ მიხ­ვალთ იმ ოჯა­ხებ­ში სტუმ­რად, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დათ, თუნ­დაც ორი თვის წინ...

"25 იან­ვარს მთვა­რის პირ­ვე­ლი დღეა და სამ­ყა­როს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ახა­ლი წელი ამ დღეს იწყე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ­ში თვლი­ან, რომ მთვა­რის პირ­ვე­ლი დღე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რა გან­წყო­ბი­თა და სურ­ვი­ლე­ბი­თაც შევ­ხვდე­ბით, შემ­დეგ მთელ წელ­ზე იმუ­შა­ვებს, რად­გან ძა­ლი­ან ძლი­ე­რი დღეა ენერ­გე­ტი­კუ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა 4 თე­ბერ­ვალს, მზის პირ­ვე­ლი დღეა და ვირ­თხის წელი შე­მო­დის. სა­ერ­თოდ, სამ­ყა­რო­ში იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ ჯერ მთვა­რის პირ­ვე­ლი დღე დგე­ბა და მერე მზის, პი­რი­ქით არის ხოლ­მე, მაგ­რამ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და ამ შემ­თხვე­ვას ჩი­ნე­ლე­ბი "ლაფ­შუნს" ეძა­ხი­ან.

რო­გორ უნდა შეხ­ვდეს 25 იან­ვარს ის, ვი­საც სურს რომ ჩი­ნუ­რი ახა­ლი წე­ლიც იზე­ი­მოს?

24 იან­ვრის 22:00 სა­ა­თი­დან 25 იან­ვრის ღა­მის 11 სა­ა­თამ­დე აკ­რძა­ლუ­ლია ია­ტა­კის მოწ­მენ­და, რად­გან ამ დროს სახ­ლში ენერ­გია შე­მო­დის. 25 იან­ვარს არ არის სა­სურ­ვე­ლი თა­ვის და­ბა­ნა, უაზრო სი­ცი­ლი, სიმ­თვრა­ლე, მხო­ლოდ მცი­რე­ო­დე­ნი ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღეთ. კარ­გია, თუ ამ დღეს ახალ ტან­საც­მელს ჩა­იც­ვამთ, წახ­ვალთ სამ­სა­ხურ­ში. ამ დღეს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი რი­ტუ­ა­ლია ჩაის მომ­ზა­დე­ბა: აი­ღეთ რვა ჭიქა წყა­ლი, რვა ცალი შაქ­რის ნა­ტე­ხი და შვი­დი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ჩირი: შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ზამ­თროს ჩირი ან მუ­რა­ბა, ფი­ნი­კი, მშრა­ლი ფორ­თოხ­ლის ფირ­ფი­ტე­ბი, ქლი­ა­ვის, ლეღ­ვის, ვაშ­ლი­სა და მსხლის ჩირი, ქიშ­მი­ში...

მათ ვინც უშაქ­რო ჩაის სვამს, ჩაი უნდა მო­ამ­ზა­დონ რვა სა­ხე­ო­ბის ჩი­რის­გან, ხოლო თუ შაქ­რით სვამთ 7 სა­ხე­ო­ბის ჩირი აი­ღეთ და მერ­ვე ინ­გრე­დი­ენ­ტად შა­ქა­რი ით­ვლე­ბა. წყა­ლი და­ას­ხით ჩი­რებს და ადუ­ღეთ ხუთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და გა­ა­ნა­წი­ლეთ რვა ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მის ჭი­ქა­ში. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩაის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყოს ფორ­თოხ­ლის ჩირი. ამ ჩაით გა­უ­მას­პინ­ძლდით ოჯა­ხის წევ­რებს, სა­სურ­ვე­ლია თუ რვა ყლუპს მა­ინც და­ლე­ვენ.

25 იან­ვარს დი­ლის 11-დან შუ­ა­დღის ორ სა­ა­თამ­დე ხორ­ცე­უ­ლი არ მი­ირ­თვათ. ამ დღეს კარ­გია ოჯა­ხის წევ­რებ­მა ერ­თმა­ნეთს 20-იანი კუ­პი­უ­რე­ბი აჩუ­ქონ, რო­მელ­საც მთე­ლი წელი სა­ფუ­ლით ატა­რე­ბენ, შე­გიძ­ლი­ათ ეს იყოს 20 თეთ­რი­ა­ნე­ბიც. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ რვა სა­ხე­ო­ბის მსუ­ბუ­ქი კერ­ძი.

სახ­ლის მი­სა­ღებ­ში პა­ტა­რა ფი­ა­ლით დად­გით ბრინ­ჯი. გა­და­ხე­დეთ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ხომ არ გაქვთ გაბ­ზა­რუ­ლი ჭურ­ჭე­ლი და გა­და­ყა­რეთ. ასე­ვე ტან­საც­მე­ლი, რო­მელ­საც არ იც­ვამთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცით ჩი­ნურ ახალ წლამ­დე. მო­ი­შო­რეთ გარ­დე­რო­ბი­დან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წინ­დე­ბი და ფეხ­საც­მე­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფეხ­საც­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის­თვის, ეცა­დეთ, რომ ყო­ველ­თვის სუფ­თა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გქონ­დეთ.

ცნობისთვის, წელს კორონავირუსის გამო ჩინეთში სააახალწლო ღონისძიებები გადაიდო.