ფარცხალაძე ბიუჯეტიდან მოპარულ 700 მილიონს სახლში მალავს - ხმაური ყოფილი პროკურორის სახლთან
ფარცხალაძე ბიუჯეტიდან მოპარულ 700 მილიონს სახლში მალავს - ხმაური ყოფილი პროკურორის სახლთან

A+ A-

18:25 25/01/2020

ხმაური და დაპირისპირება იყო წყნეთში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლთან. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ, რომლებმაც ყოფილი პროკურორის სახლს ყვითელი ლენტი შემოაკრეს.

აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას განცხადებით, ფარცხალაძე სახლში მოპარულ 700 მილიონს მალავს.

აქციის ორგანიზატორებისვე განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძის სახლში დაუყონებლივ უნდა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები და გამოიძიონ 700 მილიონის მითვისების სკანდალი რომელიც ნავთობკორპორაციების დღგ-ს სკანდალს უკავშირდება.

ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ, რომლებიც მოქალაქეებს სახლთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

“ბოტასის ქურდმა ფარცხალაძემ ბიუჯეტიდან 700 000 მილიონი მოიპარა და სახლში მალავს”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.