ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა
ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

A+ A-

18:46 25/01/2020

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა, ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადასტურებენ. დ

ღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრიანვი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან კარანაძის განცხადებით, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძებებთან დაკავშირებით გაუქმდა.

ამასთან,  სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.

ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.