ფინელმა მეცნიერებმა ჰაერისგან საკვები შექმნეს
ფინელმა მეცნიერებმა ჰაერისგან საკვები შექმნეს

A+ A-

13:52 26/01/2020

ფინელმა მეცნიერებმა საკვები ჰაერისგან შექმნეს და აცხადებენ, რომ მსოფლიოს მოსახლოების საკმარისი საკვებით დაკმაყოფილებაში რევოლუციას მოახდენენ. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული კატაკლიზმების გამო ადამინების საჭირო საკვებით მომარაგება სულ უფრო პრობლემური ხდება. ექსპერტების პროგნოზით, კაცობრიობის საკვებით უზუნველყოფა მომავლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იქნება.

ფინელმა მეცნიერებმა ამ პრობლის მოგვარების გზა გამონახეს. ლაპეენრანტას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (LUT) მეცნიერები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ჰაერისაგან საკვების მიღებისათვის საჭირო ტექნოლოგიის შექმნაზე. მათი თქმით არაერთი ექსპერიმენტის შემდეგ სასურველი შედეგი უკვე მიიღეს და „საჰაერო საკვების“ მწარმოებელ პირველ ქარხანას ისინი 2021 წელს გახსნიან. 

ისინი აღნიშნავენ, რომ მათ მხოლოდ ტექნოლოგია შექმნეს, თავად იდეა კი ძველია და ის ჯერ კიდევ 60-იან წლებში გაჩნდა.

მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი გემოთი ხორბლის ფქვილს ჰგავს. ის ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმებისგან შედგება, რაც ადამინისთვის სასიცოცხლოდ სრულიად საკმარისია. მკვლევარების თქმით, მას საკვების პროდუქტების ჩანაცვლება შეუძლია.