ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია - მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია
ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია - მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

A+ A-

16:13 26/01/2020

სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მონასტრის წინამძღვარი იყო, სულიერების ცენტრის დირექტორი და ვუთხარი, დარჩი, ერთად გავაგრძელოთ მსახურება, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მამა ანდრია სარიამ ეს გზა თავად აირჩია.

„15 წლია ვიცნობ. ერთად ვსწავლობდით სასულიერო აკადემიაში, ვცხოვრობდით, პანსიონში და ვიცნობ კარგად. სამჯერ შევთავაზე დარჩენა,მეც მაინტერესებდა ეს სულიერება, წიგნების გამოცემა და მე შევთავაზე დარჩენა აქ. ერთად გაგვეგრძელებინა მსახურება, მაგრამ თვითონ არჩია ეს გზა. მონასტრის წინამძღვარი იყო.

სულიერების ცენტრის დირექტორი და ვუთხარი, დარჩი, ერთად გავაგრძელოთ მსახურება, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად. შემდეგ დადიოდა შიომღვიმის მონასტერში მეუფე პეტრესთან. მეუფე პეტრესთან, მუშაობდა არქივში. ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მაგის მერე არ გვინახავს.

დაიბარეს კომისიაზე, მისცეს ერთხელ, ორჯერ გაფრთხილება.... ეს არ იყოს შურისძიება, ეს არის კანონიკა. სამი თვეა ამ ეპარქიაში ვარ, არავინ დამისჯია, არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიმიცია რომელიმე ბერისთვის, ან მონაზვნისთვის. ყოფილიყო აქ მონასტერში, იქნებოდა მწირველი მღვდელი და წინამძღვარი. თავად აირჩია ეს გზა. რამდენჯერ მისცეს შენიშვნა და გააფრთხილეს. ეს ყველაფერი ერთადაა: მისი არჩევანი, მისი განცხადება, მისი ცხოვრება და ასეთი შედეგი, სამწუხარო, მაგრამ ასეა“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მეუფემ საკვირაო წირვა-ლოცვა დღეს აბაშაში აღავლინა.