"GRAMMY 2020"-ის გამარჯვებულები ცნობილია, ღონისძიების ტრიუმფატორი ბილი აილიში გახდა
"GRAMMY 2020"-ის გამარჯვებულები ცნობილია, ღონისძიების ტრიუმფატორი ბილი აილიში გახდა

A+ A-

11:04 27/01/2020

ლოს ანჯელესის Staples Center-მა გრემის 62-ე ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიების ტრიუმფატორი 18 წლის მუსიკოსი, ბილი აილიში გახდა.

ის დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია, რომელმაც ოთხივე ძირითად ნომინაციაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მან კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა.

ოთხ ძირითად ნომინაციაში პირველად 1981 წელს ამერიკელმა არტისტმა, კრისტოფერ კროსმა გაიმარჯვა, რომელიც მაშინ 30 წლის იყო. დღემდე ის ერთადერთ მუსიკოსად ითვლებოდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.

ცერემონიას ზედიზედ მეორედ გაუძღვა ცნობილი არენბი შემსრულებელი ალიშა ქისი. ის პირველი მუსიკოსი ქალი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოება მეორედ წაიყვანა. 

ცერემონია კალათბურთელი კობი ბრაიანტის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც რამდენიმე საათის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

შოუ რეპერმა ლიზომ გახსნა, სიმღერით Cuz I Love You. მუსიკოსმა შესრულება ბრაიანტს მიუძღვნა. 

წლის საუკეთესო ალბომი

წლის საუკეთესო ჩანაწერი

წლის საუკეთესო სიმღერა

  • ლედი გაგა — Always Remember Us This Way;
  • ტანია ტაკერი — Bring My Flowers Now;
  • H.E.R. — Hard Place;
  • ბილი აილიში — Bad Guy — გამარჯვებული;
  • ტეილორ სვიფტი — Lover;
  • ლანა დელ რეი — Norman F***ing Rockwell;
  • ლუის კაპალდი — Someone You Loved;
  • ლიზო — Truth Hurts.

წლის საუკეთესო ახალი არტისტი

წლის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომი

წლის საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი

წლის საუკეთესო ტრადიციული პოპის ვოკალური ალბომი

წლის საუკეთესო როკ ალბომი

წლის საუკეთესო ქანთრი ალბომი

წლის საუკეთესო ჯგუფის/დუეტის შესრულება

წლის საუკეთესო სოლო პოპ-შესრულება

წლის საუკეთესო როკ შესრულება