სერგეი ლავროვი თუ საქართველოში ჩამოვა, გავრილოვის სცენარი განმეორდება - გია ჯაფარიძე
სერგეი ლავროვი თუ საქართველოში ჩამოვა, გავრილოვის სცენარი განმეორდება - გია ჯაფარიძე

A+ A-

19:37 28/01/2020

“ჩვენ ახლა ვართ ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთიდან ვინმე ჩამოვა. სასურველია, თუ ეს არ იქნება ლავროვი“, - ამის შესახებ „2020NEWS“-თან დიპლომატმა და ყოფილმა ელჩმა გია ჯაფარიძემ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც ზურაბიშვილმა რუსეთის დელეგაციის სტუმრობა დააანონსა.

ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მაისში რუსული დელეგაციის ჩამოსვლამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს და გავრილოვის სცენარი გაამეოროს.

„თუ ლავროვი საქართველოში ჩამოვა, სავარაუდოდ, გავრილოვის სცენარი განმეორდება. ევროსაბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, ჩვენ ვართ ჰოსთები როგორც თავმჯდომარეები, ვინმე რუსეთიდან აუცილებლად ჩამოვა. სასურველია, თუ ეს არ იქნება ლავროვი“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსული მედია უკვე წერს, რომ ამ ტიპის დელეგაციებს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს ხოლმე.

შეგახსენებთ, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “ევროსაბჭოს ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში, მაისში საქართველო მზადაა, რუსეთის დელეგაცია მიიღოს“.

14-15 მაისს თბილისში დაგეგმილია ევროსაბჭოს მინისტრთა დელეგაციის შეხვედრა. როგორც "რია ნოვოსტი" წერს, მსგავს ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი ხელმძღვანელოს.

მარიამ მაჭარაშვილი