რა იმალება ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ? (ვიდეო)
რა იმალება ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ? (ვიდეო)

A+ A-

11:29 29/01/2020

ანტარქტიდა - ეს არის კონტინენტი, რომელიც დედამიწის სამხრეთ პოლუსზე მდებარეობს. იქ პირველად, 1820 წელს რუსული ექსპედიცია ჩავიდა. ანტარქტიდა - ეს არის ადგილი, რომელიც ყინულითაა დაფარული და უამრავ საიდუმლოს ინახავს.

2 მილიონი წელია, კონტინენტზე წვიმა არ მოსულა, მაგრამ აქ არის მსოფლიოს სუფთა წყლის 80%.

მეცნიერები, მკვლევარები და რიგითი ადამიანები შეშფოთებული არიან იმ კითხვებით, რაც ყინულოვანი ოკეანეს ეხება.
მაგალითად, რამდენად სწრაფად დნება ყინული და რა იმალება ყინულის ქვეშ.

ერთ-ერთი საოცარი მოვლენა, რომელიც ყინულის საფარის ქვეშ იმალება, არის „აღმოსავლეთის ტბა“.


ის, ჯერ კიდევ მე- 20 საუკუნის 90-იან წლებში, რუსმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

ტბის ზომა დაახლოებით 15,000 კმ²-ია , სიღრმე კი - 1,200 მ. ტბა გიგანტური ყინულის საფარის ქვეშ იმალება. ყინულის საფარი 3 ათას 623 მეტრს აღწევს.
ტბის ზედაპირზე ტემპერატურა თითქმის -90 გრადუსია. ამასთან, ტბა დიდი წნევის ქვეშ იმყოფება და მზის სხივი საერთოდ არ აღწევს. ამის გამო, მკვლევარებს არც კი დაუგეგმავთ, ტბაში სიცოცხლის ნიშნები მოეძებნათ, მაგრამ გაოცებულები იყვნენ, როდესაც იქ მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს.

ისინი თანამედროვე ცხოვრებისგან სრულიად იზოლირებულად განვითარდნენ, ამიტომ არ გვანან არც ერთ, დღემდე არსებულ მიკროორგანიზმს.

„აღმოსავლეთის ტბა“ ერთადერთი ტბა არაა ანტარქტიდაზე. მათი რიცხვი შესაძლოა, 400-მდე აღწევდეს.

თარგმნა მერი კობიაშვილმა