ნიკა გვარამიას ჟორიკა რურუას პროცესზე თავს დაესხნენ (ვიდეო)
ნიკა გვარამიას ჟორიკა რურუას პროცესზე თავს დაესხნენ (ვიდეო)

A+ A-

12:50 30/01/2020

ნიკა გვარამიას, რომელიც დღეს,  „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი რურუას უფლებებს სასამართლო პროცესზე იცავს, თავს დაესხნენ. სასამართლოს შენობაში მასზე თავდასხმას ორმა უცნობი პირი ცდილობდა, თუმცა, უშუალოდ გვარამიასთან მიახლოება ვერ შეძლეს და ტელეკომპანიის დირექტორის დაცვასთან მოუვიდათ დაპირისპირება.

ვითარების განმუხტვა სასამართლოს მანდატურებმა სცადეს, თუმცა საქმეში საპატრულო პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. პატრულმა ორივე თავდამსხმელი გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.