ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა ნათესავმა ადამიანი მძიმედ დაჭრეს - გიორგი ტიგინაშვილი
ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა ნათესავმა ადამიანი მძიმედ დაჭრეს - გიორგი ტიგინაშვილი

A+ A-

15:03 31/01/2020

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი “2020NEWS“-თან საუბრობს იმ დანაშაულის შესახებ, რომელიც მისი ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა ნათესავმა ერთობლივად ჩაიდინეს.

ტიგინაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 90-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთი პიროვნება (არ ასახელებს ვის) მძიმედ დაჭრეს, რის შემდეგ მამა ანდრია ჯაღმაიძემ საქართველო დატოვა და თავი რუსეთს შეაფარა.

ამასთან, ტიგინაშვილი სააგენტოსთან აცხადებს, რომ მამა ანდრიასა და მის მშობლებს  რუსეთის მოქლაქეობა დღემდე შენარჩუნებული აქვთ, რასაც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი “2020NEWS“-თან არ ადასტურებს.  

“გავრცელებული ინფორმაციით, 90-იანი წლების მიწურულს ანდრია ჯაღმაიძემ და მისმა ნათესავმა ერთ-ერთ პირს (არ ასახელებს ვის) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაჭრეს. საუბარია სასიკვდილო დაჭრაზე, თუმცა აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა თუ არა გარდაცვალება, ჩემთვის უცნობია, ეს გამოძიების სფეროა.

ამ ფაქტის შემდეგ, ჯაღმაიძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ის დღემდე რუსეთის მოქალაქეა და უნდა აღინიშნოს, რომ მისი მშობლებიც ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობენ, რასაც ჯაღმაიძე, რა თქმა უნდა, არ დაადასტურებს. მან კარგად იცის, რომ მასსა და საპატრიარქოს მუდმივად რუსულ აგენტურასთან აკავშირებენ“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

როგორც ტიგინაშვილი სააგენტოსთან აცხადებს, დაზარალებული პიროვნების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. მისი თქმით, შესაძლოა, აღნიშნულ საქმეზე არაობიექტური შედეგის დადგომას მამა ანდრია ჯაღმაიძის სამართალდამცველი ძმა უწყობდა ხელს.  

“დაზარალებული პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ ანდრია ჯაღმაიძის ძმა პოლიციის თანამშრომელია. შესაძლოა, ის 90-იან წლებშიც ამ პოზიციაზე იყო. სავარაუდოდ, მისი ძმა ჯაღმაიძის ქვეყნიდან გასვლასა და მის უსაფრთხოდ ყოფნას ხელს უწყობდა. თბილისში მოარულად საუბრობენ, რომ მისი ძმა პოლიციის აგენტია, რომელიც არ არის დეკლარირებულად გაფორმებული. ის არის ნარკომომხმარებელი, ბაგების დასახლებაში მისი რეპუტაცია ცნობილია, როგორც მთავარი ჩამშვები და ადამიანების დამკავებელი "ნასედკა“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშილმა.

კითხვაზე, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ვინ მფარველობდა მამა ანდრია ჯაღმაიძეს და რატომ აკურთხეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირად? ტიგინაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს რუსეთი მართავს  და მამა ანდრიას სწორედ, ამ ქვეყნის დამსახურებით აქვს  მაღალი თანამდებობა დაკავებული.

ამასთან, როგორც ტიგინაშვილი სააგენტოსთან აღნიშნავს, მამა ანდრია ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და ალექსანდრე დუგინის ახლო მეგობარია, რომლებიც კრემლის პოლიტიკის გამტარებლები არიან.

“ანდრია ჯაღმაიძის კავშირები ძალიან საეჭვოა ლევან ვასაძესთან, რომელიც დეკლარირებულად რუსოფილია. ჯაღმაიძე, ასევე, ახლო მეგობარია დუგინის, ეს უკანასკნელი კი კრემლის პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი იდეოლოგი გახლავთ.

შესაბამიად, ამ ადამიანებმა ერთმანეთი როგორ მონახეს, ერთმანეთს რა ნიშნით დაუკავშირდნენ და ბიზესმენმა ვასაძემ ჯაღმაიძე რის საფუძველზე გადაიყვანა კიკეთში ტაძრის წინამძღვრად?! - ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური და ლოგიკურია.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა, სამი კვირის თავზე კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ რუსოფილი შიო მუჯირი დაასახელა და ასისტენტად ანდრია ჯაღმაიძე დაუნიშნა. რა თქმა უნდა, შეუარაღებელი თვალითაც ძალიან თვალნათელია თუ რასთან გვაქვს საქმე.

ანდრია ჯაღმაიძე საკუთარი წარსულის და მდგომარეობის მძევალია. ის თავისუფალი ადამიანი ნამდვილად არ არის“,- განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

“2020NEWS“-თან თეოლოგის მძიმე ბრალდებებს მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ გიორგი ტიგინაშვილის ინფორმაციები “ტყუილია“.

ინფორმაციისთვის, გუშინ ჭყონდიდის ყოფილმა მიტრიპოლიტმა მეუფე პეტრე (ცაავამ) “2020NEWS”-თან განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის  სასულიერო პირად კურთხევა არ შეიძლებოდა, რადგან მეუფეს მტკიცებით, მას 90-იან წლებში მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. კონკრეტულად რა დანაშაულზეა საუბარი, მეუფემ გუშინ სააგენტოსთან აღარ დააკონკრეტა.

 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე