შაკირამ და ჯენიფერ ლოპესმა “სუპერ ბოულის“ ნახევარფინალში სუპერ შოუ დადგეს (ვიდეო)
შაკირამ და ჯენიფერ ლოპესმა “სუპერ ბოულის“ ნახევარფინალში სუპერ შოუ დადგეს (ვიდეო)

A+ A-

13:21 03/02/2020

"სუპერ ბოულის” 2020 წლის შოუ, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ამ შოუს ისტორიაში. ამის მიზეზი კი შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის შოკისმომგვრელი პერფორმანსია, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ჩვენი თაობის საუკეთესო შოუებისს ავტორებმა ჯენიფერ ლოპესმა და შაკირამ მაიამის ჰარდ როკ სტადიონზე გუშინ ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. 

შოუ ჯერ შაკირამ გახსნა, რომელმაც თავისი სუპერ პოპულარული ჰიტები, წითელ მბზინავ კაბაში გამოწყობილმა შეასრულა.

მოგვიანევით კი მას ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი ჯეი-ლო შეუერთდა, რომელმაც ჩვეული ცეცხლოვანი პერფორმანსი შემოგვთავზა.

ჰარდ როკ სტადიონის სცენა მოცეკვავეებით იყო სავსე, ყველაზე ემოციური მომენტი კი, სცენაზე ჯენიფერ ლოპესის ქალიშვილის, ემას გამოჩენა იყო.

გოგონამ სიმღერა Let’s get Loud დედასთან ერთად შეასრულა. 11 წლის ემას განსაკუთრებულ ნიჭზე ლოპესი სოციალურ ქსელში ხშირად წერს და გამომწერებს ვიდეობსაც სთავაობს.

ასევე სპეციალური ნომრით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული კობი ბრაიანტისა და მისი ქლიშვილის ხსოვნას. ნომერში ჯენიფერ ლოპესი და შაკირა ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობას.

 

         

ცნობისთვის, 1967 წლიდან ყოველი „სუპერ ბოულის“ ფინალი ამერიკის ჰიმნით იხსნება. ყოველწლიურად განხილვის თემაა, თუ რომელ მუსიკოსს ერგება ეს პატივი.

როგორც აღმოჩნდა, ეს ლოვატოს კარიერაში მისი ერთ-ერთი საოცნებო მომენტი იყო, რომელსაც მუსიკოსმა თავი მშვენივრად გაართვა. მაყურებელი ლოვატოს შესრულებით, ხმის ჟღერადობითა და მაღალი ნოტებით ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რომ ჰეშტეგი #YesDemi ტვიტერზე ტრენდებში მოხვდა.

2010 წელს, 17 წლის დემი ტვიტერზე წერდა: "ერთ დღესაც სუპერ ბოულზე ამერიკის ჰიმნს შევასრულებ. ერთ დღესაც..." შესრულებამდე თავად დემიმ შეახსენა მსმენელს, რომ ეს მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღე იყო და მოგონების შესახებ ინსტაგრამზე დაპოსტა:

"ოცნებები ხდება" შესრულების შემდეგ კი, ახალი ნატვრის შესახებ ამცნო მსოფლიოს: "ერთ დღესაც „სუპერ ბოულის“ მუსიკალურ შოუზე გამოვალ. ერთ დღესაც..."

შეგახსენებთ, „სუპერ ბოული“ ამერიკული ფეხბურთი სეზონის ბოლო თამაშია, რომელიც დღემდე რჩება აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე ყურებად ტელეპროდუქტად.