16 წლის მორაგბე გარდაიცვალა
16 წლის მორაგბე გარდაიცვალა

A+ A-

10:41 10/02/2020

კლუბ „აკადემიის“ 16 წლის მორაგბე ზურა ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუკ გვერდი „ქართული რაგბი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით ბავშვს სიმსივნე ჰქონდა.

„დილა სამწუხარო ამბით უნდა დავიწყოთ – „აკადემიას“ 16 წლის მორაგბე, ზურა ბურჯანაზე გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“ – წერია ინფორმაციაში.