ჩემი მხარდაჭერა გიგი უგულავას, „ქართული ოცნების“ დიქტატურა მალე დასრულდება - არჩილ გამზარდია
ჩემი მხარდაჭერა გიგი უგულავას, „ქართული ოცნების“ დიქტატურა მალე დასრულდება - არჩილ გამზარდია

A+ A-

19:19 10/02/2020

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, “ქართული ოცნების“ დიქტატორული მმართველობა მალე დასრულდება.

“როგორ უნდა მოახერხო, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი უსამართლო სასამართლო კუდევ უფრო უსამართლო სასამართლოდ აქციო. დიახ, მე და ალბათ ბევრი სხვაც, ვიტყვით ასე - ჩემი მხარდაჭერა უგულავას. ხელისუფლებავ, თქვენ ეს "შეძელით". მათი 9 წელიც გავიდა, თქვენიც გაივლის, რამდენიც იქნება, იმდენს... აუცილებლად გაივლის... ყველა დიქტატურის დრო თვლადია, არ არსებობს მუდმივი დიქტატურა, ხანგრძლივი დიქტატურაც კი განვლადია”,- წერს არჩილ გამზარდია.

 შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.